“შახტაში მუშაობა 3 დღით შეჩერდა” – “საქნახშირის” საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე

„საქნახშირის“ საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ განაცხადა, რომ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი რამდენიმე დღით მუშაობას შეაჩერებს.

არსებული ინფორმაციით, გამოვლენილია გარკვეული შეუსაბამობები და გასცეს რეკომენდაცია, რომ დროებით დაიხუროს კონკრეტული უბანი და შეწყდეს აფეთქებები, ვიდრე კომპანია არ უზრუნველყოფს, რომ გამოსწორდეს დარღვევები.

“22:10 საათზე მოხდა აფეთქება. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. დროებით შეჩერებულია შახტში მუშაობა, დანარჩენი დამოკიდებულია კომისიის დასკვნაზე,” – აღნიშნა სოცკიმ.

მისივე თქმით, შემდგომი სამუშაოების გაგრძელება კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები