ბერდია სიჭინავა: “ნაცმოძრაობასაც” და “ოცნებასაც” მოვუწოდებთ, მათ მიერ მიღებული მანდატების შესაბამისად შემოვიდნენ საკრებულოში

“რუსთავის მუნიციპალიტეტი გახდა მესამე მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენმა პარტიამ “საქართველოსთვის” თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით შევძელით კრიზისის თვიდან აცილება და მოქალაქეების ნების აღსრულება”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

“დღეს რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შემდეგ, პარტია “საქართველოსთვის წევრი, ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. ხაზს ვუსვამ – არჩეული, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებებისა და ვალდებულებების გარეშე, არც “ოცნებასთან” და არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამიტომ, ორივეს “ნაციონალურ მოძრაობასაც” და “ოცნებასაც” მოვუწოდებთ, მათ მიერ მიღებული მანდატების შესაბამისად შემოვიდნენ საკრებულოში და აიღონ პასუხისმგებლობა იმ პოზიციებზე რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის თვითმსახურებას კომისიებში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებსა და სხვა თანამდებობებზე”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები