ბრიტანეთში მედიკოსების სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა შესაძლოა, გააუქმონ

 

ბრიტანელი მინისტრები დღეს მედიკოსების სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის გაუქმების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ Politico წერს.

მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი.

საკითხზე მსჯელობა იმ ფონზე შედგება, რომ ამჟამად ქვეყანაში მედიცინის 80 ათასამდე მუშაკს სამსახურის დაკარგვა ემუქრება იმის გამო, რომ არცერთი დოზა არ აქვს გაკეთებული.

ამჟამად არსებული მოთხოვნის თანახმად, 2022 წლის აპრილამდე სამედიცინო მუშაკებმა ვაქცინის ორი დოზა უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ. შესაბამისად, 3 თებერვალი იქნება ბოლო დღე, როდესაც პერსონალი შეძლებს, მიიღოს პირველი დოზა, რათა დროულად მოასწროს სრული ვაქცინაციის გავლა.

The Telegraph-ის თანახმად, მინისტრები იმედოვნებენ, რომ გააუქმებენ სავალდებულო მოთხოვნას, რადგან “ომიკრონის” შტამი წინამორბედებზე ბევრად მსუბუქია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები