პარტია „გირჩი“ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განაცხადებით, პარტია „გირჩი“ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ცესკო-სგან ველოდებით მხარდაჭერას იმ სიგიჟეების დასამთავრებლად, რაც ქვეყნის კანონმდებლობაში ხდება. რომ არა ცესკო-ს დახმარება ამ არჩევნებზე, ბევრ პოლიტიკურ პარტიას სიებიც კი არ ექნებოდა წარდგენილი. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოთ, 1 500-მდე პოლიტიკოსის პოვნა გჭირდებათ, რაც თავისი შინაარსით აბსურდია. ვერცერთი პარტია ვერ იპოვის 1 500 პოლიტიკოსს საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეიცვალოს და ბატონმა გიორგიმ მხარდაჭერა აღგვითქვა იმაში, რაც მას შეეხებოდა ამ საკითხთან მიმართებით. თანამოაზრეები ვართ ჯერ კიდევ ზაფხულიდან, როდესაც ამ პრობლემაზე ერთად ვმუშაობდით.

ჩვენი საუბარი ასევე შეეხებოდა პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო 25-ათასიანი ხელმოწერის გაუქმებას. ამ საკითხთან დაკავშირებითაც მხარდაჭერის დაპირება მივიღეთ. ვფიქრობთ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ჩვენ წელს, არჩევნების ჩატარების დროსაც გვქონდა ურთიერთობის გამოცდილება და ბატონ გიორგის მუშაობასთან კონკრეტული პრეტენზიები არ გვქონია. ამას ემატება ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები