გიორგი ცუცქირიძე – “პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონსა და ევროპაში, ირლანდიის შემდეგ”
2021 წელს, საქსტატის შეფასებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა 10.6 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია როგორც ბოლო ათწლეულში, ასევე, პოსტპანდემიური პერიოდში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში და ევროპაში ირლანდიის შემდეგ. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენა დეკემბერშიც გაგრძელდა წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის დონე (3.1 პროცენტით) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
“სექტორალურ ჭრილში გასული წლის დეკემბერში, ისევე როგორც წლის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ასევე ვაჭრობის, უძრავი ქონების, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, ჯანდაცვისა და მომსახურების სექტორებმა;
ნიშანდობლივია, რომ დეკემბერსა და მთლიანად 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენციები. 2021 წელს ექსპორტის და ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა და აღნიშნულმა მაჩვენებლებმა ასევე მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის – პანდემიამდე პერიოდის მოცულობას, 34.5%-ით არის გაზარდილი.
2021 წელს ექსპორტი გაიზარდა 26.9 პროცენტით და 4,242.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 29.9 პროცენტით გაიზარდა და პირველდ გადაცდა 3 მილიარდ აშშ დოლარს და 3,127 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე დეკემბერში (პანდემიამდე 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 58 პროცენტი იყო, ხოლო 2021 წლის ივლისიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 52 პროცენტს შეადგენს.
2021 წლის დეკემბერში და წლიურად პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ფულადი გზავნილების მიმართულებითაც . დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 14.9 პროცენტით, ხოლო 2021 წელს 24.6 პროცენტით გაიზარდა და 2.3 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ზრდასთან ერთად, შემცირდების ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი სავაჭრო ბრუნვაში. 2021 წელს სავაჭრო დეფიციტი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 3 პროცენტით არის შემცირებული. შესაბამისად, ექსპორტის ზრდის დინამიკის იმპორტზე გადაფარვის დინამიკა მხოლოდ დადებითად აისახა სავალუტო კურსზე და მთლიანად საგადამხდელო ბალანსზე.
ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, დადებითად აისახა საგარეო ვალის მშპ სთან თანაფარდობის პროპორციაზეც, და მიმდინარე წელს მშპ-სთან მიმართებით, საგარეო ვალი 61%-დან, 51,1%-მდე შემცირდება.
პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად თითქმის ორჯერ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც და 4,2% იქნება.
საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, რაც საგარეო მოწყვლადობის შემცირებით, დადებითად აისახება ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე, გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობასაც.
გაზრდილი საექსპორტო პროდუქცია ეკონომიკის უფრო მეტ თვითკმარობასაც უზრუნველყოფს, ხოლო ადგილობრივი ნაწარმის სახით ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, სასაქონლო ექსპორტი, ფულად გზავნილებთან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან ერთად ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს, რაც დეკემბრიდან მოყოლებული ლარის ბოლოდროინდელ დინამიკაზეც არის ასახული.
დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორ წელიწადში ეკონომიკის ზრდაზე, სამთავრობო გადაწყვეტილებების ეფექტურობასთან ერთად, ცალსახად პოზიტიურად აისახა ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ზრდა, რაც არ შემცირებულა პანდემიური პერიოდის ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად.
ამასთან, ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზითაც, მომავალ წლებშიც ჩვენ გვექნება ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 5.5-6.5 პროცენტის ფარგლებში. ზრდასთან ერთად, ექსპორტის დივერსიფიკაციაზე, დადებითი ეფექტი ექნება “აწარმოე საქართველოს” პროგრამებში, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ექსპორტის მხარდამჭერი თანადაფინანსების მექანიზმების დამატებას და შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.