ბრიტანეთის ჯანდაცვა: “ბუსტერ” დოზა 95%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის საფრთხეს

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების “ბუსტერ” დოზები ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის საფრთხეს 95%-ით ამცირებს, მათ შორის, “ომიკრონის” შტამის დროს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვაქცინის მეორე დოზის შეყვანიდან საშუალოდ ექვს თვეში, მესამე ნემსის შეყვანამ 50 წელს ზემოთ პირებში “ომიკრონისგან” დაცვა 60%-ით გაზარდა, ხოლო ორი კვირის შემდეგ მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა.

ასევე, კვლავ დადასტურებულია “ბუსტერ” დოზის შემდგომ ჰოსპიტალიზაციის შემცირებული მაჩვენებელი. ამ მხრივ, “ბუსტერ” დოზა ჰოსპიტალიზაციისგან 90%-ით იცავს და სიკვდილიანიანობის მაჩვენებელსაც ამცირებს.

როგორც უწყების იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მერი რამზიმ თქვა, ”მტკიცებულება ნათელია – ვაქცინა გვეხმარება Covid-19-ის გავლენისგან დაცვაში, “ბუსტერ” დოზა კი უზრუნველყოფს მაღალი დონის დაცვას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები