“ანტიტერორისტულ ძალებს დონბასის დედაქალაქისკენ – ქალაქ დონეცკისკენ ეხსნებათ გზა”

უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ძალები ქალაქ გორლოვკას მისადგომებთან დამაგრდდნენ და ქალაქის ტეროტისტებისაგან გასათავისუფლებლად ემზადებიან.
„ბოევიკების მიერ ხელში ჩაგდებულ ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები გეგმიურ შეტევას აგრძელებენ. ქალაქ გორლოვკის გათავისუფლების შემდეგ ანტიტერორისტულ ძალებს დონბასის დედაქალაქისკენ – ქალაქ დონეცკისკენ ეხსნებათ გზა”, – აღნიშნა ლისენკომ.
მდგომარეობა კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. გასულ ღამეს უკრაინის არმიის პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან 5-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ოფიციალური კიევი ავრცელებს ცნობას იმასთან დაკავშირებითაც, რომ დასახლება ჩერვონო-პარტიზანსკოესთან საავტომობილო კოლონამ გაიარა, რომელსაც დაჭრილი და მოკლული სეპარატისტები გადაჰყავდა. პრორუსი ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, დონეცკში  1 მშვიდობიანი მოქალაქე, გორლოვკაში კი, 2 ადამიანი დაიღუპა.
ამავდროულად, შეერთებული შტატები ავრცელებს ცნობას, რომ ამ დროისთვის უკრაინის საზღვრის ახლოს მობილიზებულია 15 ათასი რუსი სამხედრო. თავის მხრივ, კრემლი უკრაინაში არეულობის პროვოცირებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ვაშინგტონმა დაუჭირა მხარი კიევში ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას, შემდეგ კი რუსულენოვანი მოსახლეობის დევნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები