საქართველოს ელჩი ყატარის კულტურის სამინისტროს პოეზიის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ყატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი ყატარის კულტურის სამინისტროს პოეზიის ცენტრის დირექტორს, შაბაბ ბინ არარ ალ ნუაიმის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საელჩოსა და ყატარის კულტურის სამინისტროს პოეზიის ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტები ყატარში ქართული მწერლობის პოპულარიზაციის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოჰაში, 2022 წლის მარტში დაგეგმილ პოეზიის საერთაშორისო დღეზე ქართული ლექსების არაბული თარგმანების წარმოჩენის შესაძლებლობას.

ყატარის კულტურის სამინისტროს პოეზიის ცენტრის დირექტორმა საქართველოს ელჩს გადასცა ქართველი პოეტის – გიორგი ლობჟანიძისთვის განკუთვნილი სიგელი პოეზიის კონკურსში „ნაზრა“ გამარჯვებასთან დაკავშირებით. ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და ყატარის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, ყოველწლიური პოეზიის კონკურსი „ნაზრა“ 2021 წელს ქართულ ლექსებს დაეთმო. კონკურსი გასული წლის 15-25 სექტემბერს გაიმართა, ხოლო საკონკურსო ლექსების თემა „ადამიანი – პოეზიისა და სიკეთის შუაგული“ იყო. კონკურსში გიორგი ლობჟანიძემ გაიმარჯვა ლექსით „ბაღი უდაბნოში“.

ელჩმა ყატარის კულტურის სამინისტროს პოეზიის ცენტრის დირექტორს საჩუქრად ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებული გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები