არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში ცდილობენ, რომ ჰქონდეთ რეალური ოპოზიციური დღის წესრიგი და ზუსტად ამ არჩევანის მრავალფეროვნების წინააღმდეგ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობა“

“შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და რამდენიმე პოლიტიკური გუნდის გარდა, სხვა პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში ცდილობენ, რომ ჰქონდეთ რეალური ოპოზიციური დღის წესრიგი, შევიდნენ ოპონირებაში და ზუსტად ამ არჩევანის მრავალფეროვნების წინააღმდეგ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ცდილობს წაშალოს ყველა პარტია, ყველა ლიდერი ოპოზიციიდან, დაარქვას მათ ერთი სახელი და ერთი ამოცანისთვის ამუშაოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი დონის, ნებისმიერი ცნობადობის წარმომადგენელი ამ პარტიებიდან ცდილობს უფრო მეტად დაუმტკიცოს სააკაშვილს, რომ ის არის რადიკალური, რომ ის არის გაბრაზებული და რომ ის ყველაზე მეტად გამოხატავს ამ აგრესიულ რიტორიკას. ანუ, შეჯიბრი არის აგრესიაში. საზოგადოება ამ დროს ითხოვს სიმშვიდესა და სტაბილურ განვითარებას და სწორედ ეს არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ბანაკი საზოგადოების მოთხოვნასა და დაკვეთას არის აცდენილი. შესაბამისი შედეგიც აქვთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები