კობახიძე: ამ რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერი არის ნათქვამი, რაც მასში უნდა ყოფილიყო

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის სახელით გავრცელებულ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ რეზოლუციას აქვს კონკრეტული მიზანი. მისი მიზანი არის ის, რომ ჩვენ გამოვხატოთ კონკრეტული პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. ამ რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერი არის ნათქვამი, რაც მასში უნდა ყოფილიყო, ეს არის ჩემი პოზიცია“,-აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები