მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის „პოლიტიკური ქორწინება“ ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც მოსახლეობას აწუხებს

“კონკრეტულ შემთხვევებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის, როგორც მათვე თქვეს და უწოდებენ ამას, „პოლიტიკური ქორწინება“ ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც ძირითადად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ზუგდიდში, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მათი საუბრისა და განხილვის თემა  პარტიის საორგანიზაციო საკითხები იყო.

„ჩვენი საუბრისა და განხილვის ემა იყო პარტიის საორგანიზაციო საკითხები, ასევე ის საკითხები, რაც იმ სიტუაციას ახასიათებს, როდესაც არ არსებობს უმრავლესობა კონკრეტულ რაიონებში და აქ ნაკლები პრობლემები უნდა იყოს. ამ სიტუაციამ რაიონის განვითარებაზე და ხალხის საჭიროებებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. შესაბამისად, მერები და ჩვენი პარტიის წევრები ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს. დაისახა ის გეგმები, რომელიც ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკლებად პრობლემური უნდა იყოს. უფრო სწორად, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა მიეხმაროს, რა თქმა უნდა, პარტიულ შიდა თემებზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პოზიტიური შეხვედრები იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები