მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ

“მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პოლიტიკა პრიმიტიულად არ კეთდება. თუ ამ ქვეყანაში ვინმეს უნდა პრიმიტიულ დონეზე დაიყვანოს პოლიტიკა და პოლიტიკის კეთება, ეროვნული ინტერესების გატარება, რომ “ვიღაცას ერთი ფრაზის ჩაწერის შეეშინდა ან არ შეეშინდა”, ჩემი აზრით, ამას ქართული საზოგადოება არ გაიზიარებს. ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ის ადამიანები გვედავებიან, რომლებიც არათუ რეგიონის და საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ იმისთვის, რომ იყოს ომის პროპაგანდა, სიტუაცია რაც შეიძლება დაიძაბოს. აქედან გამოსული პოლიტიკური პარტია კრიტიკას ვერ უნდა ბედავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც. ოკუპაციას ოკუპაცია ეწოდება და ჩვენ ამას არასდროს მოვრიდებივართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერია ჩაწერილი ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია საჭირო. მოცემული შემთხვევა ეხება კონკრეტულ საკითხს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაში ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები