ტრიუდომ საპროტესტო აქციების გამო ოტავაში დედაქალაქის რეზიდენცია დატოვა

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ოჯახთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი რეზიდენცია დატოვა და საიდუმლო ადგილას გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი CBC იუწყება. აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე კორონავირუსის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც კანადელი ტრაილერის მძღოლების მიერ არის ინიცირებული.

პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ჯერჯერობით არ გაამხელს ტრიუდოს ადგილმდებარეობას.

შეგახსენებთ, ერთ-კვირიანი მოგზაურობის შემდეგ მთელი კანადის მასშტაბით ათასობით ადამიანი კანადის დედაქალაქში შეიკრიბა ტრაილერის კოლონებით. ხელისუფლების შეფასებით, საპროტესტო აქციაზე ხალხის რაოდენობა 10 ათასამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები