აშშ-ში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა
აშშ-ში მოსალოდნელი თოვლიანი ქარიშხლის გამო დღეს, 29 იანვარს დაახლოებით 5 000 ავიარეისი გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.
ამერიკის ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქარიშხალი სახიფათოა და ფრენებს შეუძლებელს გახდის. FlightAware-ის მონაცემებით, პარასკევიდან კვირის ჩათვლით 4900 რეისი გაუქმდა.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ქარი.