კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი ოკუპირებულ აფხაზეთში – საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 1270 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 701
-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 42 766 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 36 150. გარდაიცვალა 591 პირი
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი. შემაკავებელი ზომებით ოკუპირებულ აფხაზეთში ‘’ომიკრონის’’ შტამის გავრცელების შეჩერება შეუძლებელია – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა ე.წ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ყველა სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ვიზიტები შეიზღუდა საავადმყოფოებში და არჩევითი ოპერაციები დროებით გაუქმდება.