კოლუმბიის პოლიციამ კოკაინით სავსე 20 000 ქოქოსი ამოიღო

კოლუმბიაში პოლიციამ თხევადი კოკაინით სავსე 20 000-მდე ქოქოსი ამოიღო.

გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ტვირთი კარტახენას პორტიდან იტალიის ქალაქ გენუას მიმართულებით გადაჰქონდათ.

სპეცოპერაცია კოლუმბიის გენერალური პროკურატურის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოსა და პოლიციის ერთობლივი ძალებით ჩატარდა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ 504 ტომარაში განაწილებულ 19 780 ცალ ქოქოსში, რძე თხევადი კოკაინით იყო ჩანაცვლებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები