გერმანიამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა

გერმანიის მთავრობამ ქვეყნიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

გაზეთის ცნობით, მიუნხენში საკონსულოს თანამშრომელი “არასასურველ პერსონად” გამოცხადდა.

მამაკაცი თითქოს დიპლომატად იყო აკრედიტებული, სინამდვილეში, გახლდათ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი.

ე.წ. დიპლომატი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ილნურ ნ.-ს წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში ამხილეს.

გამოძიება თვლის, რომ ბავარიის ერთ-ერთი ტექნიკური უნივერსიტეტის განყოფილების მკვლევრის რანგში, ილნურ ნ.-მ გადასცემდა ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებული იყო, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული რაკეტმზიდით – Ariane-ით.

ილნურ ნ. 2021 წლის ზაფხულში დააკავეს და ბრალი ამ კვირაში მიუნხენის სასამართლოში წაუყენეს.

ბრალდებულმა გამოძიებას უთხრა, რომ არ იცოდა, თუ რუსულ დაზვერვასთან ჰქონდა საქმე.

გერმანიის პროკურატურამ, დიპლომატის სტატუსის გამო, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები