პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს

საქართველოს პარლამენტის წინ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი და უკრაინის სოლიდარობის აქციას მართავენ. ადგილზე მოწყობილია სპეციალური კუთხე, სადაც მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული საზოგადოება არის გამსჭვალული სოლიდარობით, ესმის, რომ ეს საფრთხე ჩვენს გვემუქრება და ამ დროს შენი მთავრობა არ წარმოადგენს, არ ამბობს, რომ დიახ, რუსეთი არის დღეს უკრაინის, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა და მსოფლიოს უსაფრთხოების პრობლემა. მით უმეტეს, მთელი მსოფლიო მობილიზებულია, რომ დაიცვან ჩვენნაირი ქვეყნები და ამ დროს მთავრობის დუმილი არის ისტორიული სირცხვილი. გარდა ამისა, პრაგმატულად არდაცვა ჩვენი ინტერესების”, – განაცხადა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები