პაატა მანჯგალაძე – “თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ უფრო მეტს გაგვიბედავს”

“თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ამ საკითხებში, ხვალ რუსეთი გაგვიბედავს უფრო მეტს და გააკეთებს უფრო მეტს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

„აუცილებელია, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს საღი აზრის ლოგიკას, ჩაიწეროს ტექსტში მინიმალური, რაც არის რეალობა, რეალობას გაუსწორონ თვალი და არ იყვნენ სირაქლემას პოზიციაში და ასე მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია, რადგან საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ვიღებთ ჩვენ დღეს და არა – „ქართული ოცნების“ რეზოლუციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები