ლავროვი: თუ შეერთებული შტატები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პოზიციებს არ შეიცვლის, ამას არც ჩვენ გავაკეთებთ

თუ შეერთებული შტატები დაჟინებით გააგრძელებს იმაზე საუბარს, რომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პოზიციებს არ შეიცვლის, მაშინ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთიც არ შეცვლის საკუთარს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„თუ ისინი დაჟინებით გააგღძელებენ იმაზე საუბარს, რომ პოზიციას არ შეცვლიან, ჩვენც არ შევცვლით პოზიციას. უბრალოდ, მათი პოზიცია ემყარება ცრუ არგუმენტებს, ფაქტების პირდაპირ დამახინჯებას და ჩვენი პოზიცია ეფუძნება იმას, რასაც ყველამ მოაწერა ხელი. და აქ მე ვერ ვხედავ კომპრომისის რაიმე შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაზე ვილაპარაკოთ, თუ ისინი ღიად ახდენენ დივერსიას და არასწორად წარმოაჩენენ ძველ გადაწყვეტილებებს”,- თქვა მან.

დიპლომატმა თქვა – „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეუძლებელი იქნება, თავი აარიდონ კითხვაზე პასუხის გაცემას, რატომ არ ასრულებენ იმას, რასაც პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი, რომ სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე უსაფრთხოების განმტკიცება დაუშვებელია“.

რაც შეეხება რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-ისა და ნატო-ს პასუხებს, ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს მკაფიო პასუხი სჭირდება.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ახლა ვსწავლობთ პასუხს, რომელიც მივიღეთ. პირველი შეფასებები უკვე გავაკეთეთ. ეს საერთოდ ვერ გვაკმაყოფილებს მთავარ პრობლემაზე: რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებებს უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ და იგნორირებას უკეთებს ჩვენს ინტერესებს. თუმცა, ისინი უკიდურესად ღია და მკაფიოდ არის მონიშნული?”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები