ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2022 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ქალბატონ მარია პეჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა; ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით გაუქმებას, ასევე, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები