პენტაგონი კიევისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას აანონსებს

ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, მომავალშიც მზადდება ახალი პაკეტი.

”სამჯერ  გაიგზავნა, მომავალში კიდევ იქნება”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ექსპერტებმა შეისწავლეს, რა სახის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები სჭირდება უკრაინას.

„ვფიქრობ, გესმით, რატომ გვინდა, ვიყოთ ფრთხილად საჯაროდ რეკლამირებასთან დაკავშირებით იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას, იმის გათვალისწინებით, თუ რა ზომები, მოცულობა და ძალებია მიმართული მის წინააღმდეგ საზღვრის მეორე მხრიდან“, – თქვა კირბიმ.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი დოლარი გამოყო.

22 იანვარს უკრაინაში ჩაიტანეს დახმარების პაკეტის პირველი პარტია. ტვირთი მოიცავს ლეტალური იარაღის დაახლოებით 200 ათას ფუნტს, მათ შორის, საბრძოლო მასალებს.

23 იანვარს მეორე პარტია ჩაიტანეს – 80 ტონაზე მეტი წონის თავდაცვითი იარაღი.

25 იანვარს მესამე თვითმფრინავით ჩაიტანეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები – Javelin.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები