ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 1169 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 607 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 42 065 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 36063, გარდაიცვალა 590 პირი
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.