სოხუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

 

ოკუპირებული სოხუმის მილიციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს, დაკავებულია 3 პირი – ამის შესახებ ინფრმაციას აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე ჯავიდ მამედოვია.

‘’კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოხუმში ნაქირავებ ბინაში რუსეთის მოქალაქეები სერაფიმა ბოგდანოვა და მისი ძმა ევგენი მასალსკი დააკავეს.
ჩხრეკისას ამოღებულია მეტადონის ოთხი შეკვრა, რომელთა საერთო წონა დაახლოებით ოთხი კილოგრამია.
სოხუმის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილებამ მამედოვის, ბოგდანოვას და მასალსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მათ ბრალად ედებათ რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, ასევე, პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი მასშტაბით რეალიზაცია. დაკავებულებს, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები