“ბაიდენმა დაადასტურა მზადყოფნა გადამწყვეტი რეაგირებისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება” – ბაიდენმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

 

აშშ-ისა და უკრაინის პირველმა პირებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილეს დეესკალაციისთვის დიპლომატიური მცდელობები და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე.

როგორც ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, “შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა დეესკალაციისთვის და შევთანხმდით საერთო ქმედებებზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის. ასევე, განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – დაწერა ზელენსკიმ.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას.

მან ასევე თქვა, რომ აშშ იძიებს დამატებით მაკროეკონომიკურ მხარდაჭერას, დაეხმაროს უკრაინის ეკონომიკას ზეწოლის პირობებში, რომელიც გამოწვეულია მის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზებით.

ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თანამშრომელთა ოჯახების წევრების გასვლის მიუხედავად, კიევში აშშ-ის საელჩო ღიაა და სრულად ფუნქციონირებს.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნორმანდიის ფორმატში კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში. მან იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმება დაეხმარება დაძაბულობის შემცირებას და ხელს შეუწყობს მინსკის შეთანხმებების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები