“სამთავრობო უწყებებმა უნდა გამოტანონ გაკვეთილები განვითარებული მოვლენებიდან” – თოყაევმა ყაზახეთში სიტუაციის სრული სტაბილიზაცია გამოაცხადა

იანვრის დასაწყისში მომხდარი არეულობების შემდეგ, ყაზახეთში მდგომარეობა მთლიანად დასტაბილურდა, კანონი და წესრიგი აღდგა, – განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ქასიმ-ჟომარტ თოყაევმა, რომლის თავმჯდომარეობით ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ამჟამად, ქვეყანაში მდგომარეობა სრულიად სტაბილიზებულია, კანონი და წესრიგი აღდგენილია. ყველა ზომა მიიღება ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვის დონის ასამაღლებლად.“

ასევე, აღინიშნება, რომ თოყაევმა გასცა განკარგულება,დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტის გასაძლიერებლად.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყებამ უნდა გამოტანონ გაკვეთილები განვითარებული მოვლენებიდან, მოდერნიზებული ეროვნული უსაფრთხოების სისტემა კი მზად უნდა იყოს, უპასუხოს ნებისმიერი სირთულის გამოწვევებს.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა სტრუქტურის მუშაობა, ასევე, უწყებათაშორისი ურთიერთქმედება მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები