ანნალენა ბერბოკი რუსეთს “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის წინააღმდეგ სანქციით დაემუქრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, მკაცრი ზომებით იმუქრება.
ამის შესახებ FAZ წერს.
„ახალი აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პასუხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ჩრდილოეთ ნაკად 2-ზე“, – თქვა ბურბოკმა ბუნდესტაგში უკრაინის ირგვლივ ვითარების შესახებ დებატების დროს.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ “დიახ, ჩვენ გვსურს მუდმივი დიალოგი. ვინც ლაპარაკობს, ის არ ისვრის”.
მაგრამ ეს ასევე ეხება “სიმტკიცეს, რაც უდავოდ ცხადყოფს, რომ ევროპული წესრიგის ქვაკუთხედი არც განიხილება”.