რუსეთის საგარეო უწყებაში ევროპაში დაძაბულობის მოხსნის პირობა დაასახელეს

 

ევროპაში სამხედრო დაძაბულობა შემცირდება, თუ ნატო გაიყვანს ძალებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა.

“ნათელია, რომ სამხედრო დაძაბულობა შემცირდება, თუ ნატო გაიყვანს თავის ძალებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ. ეს არის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჩვენი წინადადებების ერთ-ერთი ძლიერი მხარე”, – თქვა მან  ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები