ზურაბ ქადაგიძე: ასეთი დონის რეზოლუცია აუცილებელია, შეიქმნას პასუხისმგებლობის მაღალი დონით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ რეზოლუციას ეხმიანება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასეთი დონის რეზოლუცია შეიქმნას დიდი პასუხისმგებლობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის პროვოკაცია, განსაკუთრებით – იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია გამოირჩევა მავნებლური ქმედებებით.

“პოლიტიკაში მთავარია ბალანსი როგორც საერთაშორისო, ასევე, შიდა დონეზე…
დოკუმენტი და, განსაკუთრებით, ასეთი დონის რეზოლუცია აუცილებელია, შეიქმნას პასუხისმგებლობის მაღალი დონით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება…
თან, განსაკუთრებით, როცა ჩვენი ოპოზიცია მდიდარია არაკომპეტენტური და, ხშირ შემთხვევაში, მავნებელი სუბიექტებით”, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები