თურქეთი ყაზახეთს დამრტყმელ დრონებს მიაწვდის

თურქული საჰაერო კოსმოსური კომპანია – Türk Havacılık ve Uzay Sanayii AŞ (TUSAŞ) უახლოეს თვეებში ყაზახეთს თანამედროვე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების – Anka-ს პარტიას მიაწვდის.

ამის შესახებ TUSAŞ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თემელ კოტილმა Anadolu-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ანკა“-ს უპილოტო საფრენი აპარატების პარტია უკვე მიწოდებულია ტუნისისთვის და შემდეგია ყაზახეთია.

კოტილმა აღნიშნა, რომ დამრტყმელ დრონებზე მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს რიგ სხვა ქვეყნებთან.

„დღეს თურქეთი არ არის დამოკიდებული უცხოურ ტექნოლოგიებზე უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებაში. “ანკას” ძრავა ასევე იწარმოება ჩვენს ქვეყანაში. დრონებზე მოთხოვნა დიდია“.

მან ასევე განაცხადა, რომ Anka UAV-ის გაუმჯობესება არ ჩერდება და მეგობარ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ დრონების მასობრივი წარმოებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები