მედვედევმა ნატოს-თან პირდაპირი შეჯახების სცენარს “კატასტროფული” უწოდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების სცენარი ყველაზე დრამატული, კატასტროფული იქნება.

მედვედევი იმედოვნებს, რომ ეს არასოდეს მოხდება.

ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში თქვა.

“ეს იქნებოდა ყველაზე დრამატული, უბრალოდ, კატასტროფული სცენარი. და მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გიჟი, ზოგიერთი “გაცეცხლებული თავი” ამ თემაზე საუბრობს ნატო-ს ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ მე ველი, რომ ეს არასდროს მოხდება”, – დასძინა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები