მედვედევი – ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე: წითელი ხაზები, რომლებზეც ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა, სულ უფრო ახლოსაა

ნატო-ს დაპირება რუსეთის საზღვრებთან წინსვლის შესახებ არ შესრულებულა, ალიანსი უკვე მიდის მათკენ, წითელი ხაზები ძალიან ახლოსაა, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბარში.

„დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს წინ არ წაწევდნენ, პირობა არ შეასრულეს, ამბობენ: „არაფერზე მოგვიწერია ხელიო“. მაგრამ ასეთი დაპირებები, ასეთი გარანტიები იყო და ცნობილია როდის და ისიც არის ცნობილი, ვისთვის. პირობას დებდნენ, რომ არ წაიწეოდნენ, ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე? ამბობდნენ. პირად საუბრებში, პრივატულად, ასე, ისე. არაფერი შეასრულეს. ახლა კი უკვე პირდაპირ ჩვენს საზღვრებთან ძვრებიან”, – თქვა მან.

მედვედევის თქმით, „საქმე ის კი არ არის, რომ საუბარი, მაგალითად, უკრაინაზეა ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე, არამედ იმაზე, რომ ეს არის რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სწორედ ეს წითელი ხაზები, რომლებზეც ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა, სულ უფრო ახლოსაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები