“ნატო აძლიერებს ყოფნას, მათ შორის, ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში” – ალიანსის პასუხი რუსეთის ულტიმატუმს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობა სულ უფრო მატულობს, “ვითარების განმუხტვას ვერ ვაფიქსირებთ”.

ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ვითარების დეესკლაციისკენ და თქვა, რომ “რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე და დეესკალაციის იმედით ნატო აძლიერებს ყოფნას, მათ შორის, ბალტიის და შავი ზღვების რეგიონებში”.

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ განმუხტოს სიტუაცია. ნატო დარწმუნებულია, რომ უთანხმოება და დაძაბულობა პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს და არა – ძალით ან ძალის მუქარით”, – თქვა მან.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ “პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატების იმედით”, ნატო “უარესისთვის ემზადება”.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას, მათ შორის, ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში“, – განაცხადა მან.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა, დეესკალაციის ფარგლებში, „უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები