ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – დაიხურა სკოლები და ბაღები

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 1107 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 583-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 41 458 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 35 765, გარდაიცვალა 590 პირი.

ასევე, დღეიდან, 27 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, სოხუმში ყველა სკოლა დაიხურა. ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიზეზად დაასახელა ეპიდსიტუაციის გაუარესება და კორონავირუსით ინფიცირებულ პედაგოგთა რაოდენობის გაზრდა. მანამდე, ერთი კვირით დაიხურა ქალაქ გაგრის სკოლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები