სტოლტენბერგმა ის საკითხები დაასახელა, რომლებზეც მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის

ნატო-მ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ულტიმატუმზე წერილობითი პასუხი ბრიუსელში რუსეთის ელჩს გადასცა.

მისი ზუსტი ტექსტი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგი გამართა

მისი თქმით, წერილობით პასუხში გამოცხადდა მზადყოფნა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს დისკუსიები შემდეგ საკითხებზე: რისკის შემცირება, გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, რაკეტების განლაგება და ბირთვული პოლიტიკა.

„რისკების შემცირების, გამჭვირვალობისა და შეიარაღების კონტროლის თვალსაზრისით, ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ საკითხებზე ჩართულობამ შეიძლება, მოიტანოს რეალური უსაფრთხოება ყველასთვის. ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული ზომები. პირველი ნაბიჯის სახით, ჩვენ გთავაზობთ ორმხრივ ბრიფინგებს წვრთნებისა და ბირთვული პოლიტიკის შესახებ რუსეთ-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგის თქმით, ასევე, აუცილებელია სამხედრო გამჭვირვალობის შესახებ ვენის დოკუმენტის მოდიფიკაცია, კიბერსივრცისა და კოსმოსში საფრთხეების შემცირებაზე.

„ჩვენ უნდა გავმართოთ კონსულტაციები, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები ზღვასა და ჰაერში. კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ალიანსში საჭიროდ მიიჩნევენ გაიმართოს “სერიოზული დისკუსია შეიარაღების კონტროლზე, მათ შორის, ბირთვულ იარაღზე, სახმელეთო საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტებზე”.

“მე მოვიწვიე მოკავშირეები და რუსეთი შეხვედრების სერიაზე, რათა დეტალურად განეხილათ ეს საკითხები რუსეთ-ნატოს საბჭოს ფარგლებში. მოკავშირეები მზად არიან, შეიკრიბონ რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები