დევნილთა სააგენტო სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიმართავს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიმართავს.

სააგენტოს ცნობით, გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილ ოჯახებთან შეხვედრაზე სიმართლეს არ შეესაბამება .

„სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე გამჭვირვალედ მუშაობს, ყოველთვის ღიაა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის და არა ერთხელ გაცხადებულა მზაობა ამის თაობაზე, როგორც თავად დევნილებთან, ასევე საჯაროდ.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააგენტო ყოველკვირეულად მიაწვდიდა მათ დეტალურ ინფორმაციას განსახლების პროცესის შესახებ და თითოეული მათგანის შეკითხვებს უპასუხებდა. აღნიშნული შეთავაზება სააგენტოს მხრიდან ძალაშია და დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები