ლავროვი: სტოლტენბერგმა რეალობასთან კავშირი დაკარგა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა “დიდი ხანია დაკარგა კავშირი რეალობასთან”.
ლავროვის სიტყვებს TASS-ი ციტირებს.
ლავროვი სტოლტენბერგის სიტყვებს გამოეხმურა აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს სამხედრო ყოფნის, შესაძლო გაზრდის შესახებ.
“იცით, დიდი ხანია არ განვიხილავ მის განცხადებებს. ჩემი აზრით, მან უკვე დაკარგა კავშირი რეალობასთან”, – განაცხადა ლავროვმა.
ორშაბათს ნატომ განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები ახორციელებენ ძალების მობილიზებას და აგზავნიან დამატებით გემებსა და გამანადგურებლებს აღმოსავლეთ ევროპაში განსათავსებლად, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გამრავლების ფონზე.