“მეხუთე ტალღა ძალას იკრებს” – პოლონეთში, ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

 

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 53 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია პანდემიის განმავლობაში.

ამის შესახებ RMF24 იტყობინება.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ვალდემარ კრასკამ აღნიშნა, უახლოეს დღეებში იქნება ინფექციების ზრდა.

“მეხუთე ტალღა ძალას იკრებს,” დასძინა მან.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსს 62 პაციენტი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები