გერმანია უკრაინას 5000 სამხედრო ჩაფხუტს გადასცემს

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს 5000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავდაცვის კომიტეტისა და პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, წერს SZ.de.

უკრაინა უკვე დიდი ხანია გერმანიას იარაღის მიწოდებას რუსეთის, შესაძლო ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან დასაცავად, მათ შორის ხომალდების და საზენიტო სისტემების.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა გამორიცხეს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესაძლებლობა.

კიევში ეს გადაწყვეტილება აღშფოთებას იწვევს.

უკრაინის ელჩმა ბერლინში, ანდრეი მელნიკმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა Handelsblatt-ს, რომ უკრაინა ითხოვს „სასწრაფოდ 100 000 ჩაფხუტსა და დამცავ ჟილეტებს“ მოხალისეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები