გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს
იტალიაში მცხოვრები 27 წლის ემიგრანტი, სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც 5 დღის წინ გაუჩინარდა, ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.
“კვირა” დეტალებს არკვევს და საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამატებით ინფორმაციას ელოდება.
სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს, საღამო დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან მან ნაგავი გაიტანა, თუმცა, უკან აღარ დაბრუნებულა.
იგი იტალიაში 2 წლის წინ წავიდა და იქ მომვლელად დასაქმდა. იტალიაში მუშაობს გოგონას დედაც.