ომიკრონი, როგორც ვხედავთ, ჩვეულებრივ მიმდინარეობს, როგორც სეზონური გრიპი – ზურაბ აზარაშვილი

ომიკრონი, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, არის ჩვეულებრივი მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა და ამიტომ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში უმკურნალონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს და სპეციალურ რგოლებს დაამზადებს, რომლითაც მოსახლეობას სახლის პირობებში მკურნალობის წესებს გააცნობს.

“მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში. ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც არის ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი ბინაზე მკურნალობა, იქაც მაქსიმალურ კონსულტაციას გავუწევთ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები