ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 146 შემთხვევა გამოვლინდა, რაც კვირის დასაწყისიდან ახალი მაქსიმუმია. გუშინ 115 შემთხვევა იყო.
ერთ დღეში 398 კვლევა ჩატარდა.
ე.წ. მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას თქმით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 1022 მაცხოვრებელი იმყოფება; 38 გამოჯანმრთელდა.
ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან 11 422 შემთხვევა დადასტურდა.