ასლან ბჟანიას რუსეთში ოპერაცია ჩაუტარდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტს”, ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმელზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს იყო გეგმური ოპერაცია და ბჟანია თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის,10 იანვარს ბჟანიას პრესსამსახური იუწყებოდა, რომ ის რუსეთში გაემგზავრა სამედიცინო გამოკვლევისთვის. მას შემდეგ ”პრეზიდენტი” საჯაროდ არ გამოჩენილა. 2020 წლის დეკემბრის ბოლოს ასლან ბჟანიას კოვიდ- 19 დაუდასტურდა. 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბჟანია კოვიდისგან განიკურნა.