ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 220 მოქალაქე გამოიკვლიეს.

როგორც მთავარმა ე.წ. სანიტარმა, მარინა კოჩიევამ თქვა, ამჟამად, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 914 ადამიანი იმყოფება, 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რიცხვი 11 276-მდე გაიზარდა, 10 362 გამოჯანმრთელდა.

იანვრის დასაწყისიდან ე.წ. რესპუბლიკაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები