რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომ თავიდან აიცილონ ელექტროენერგიის დავალიანების დაგროვება

დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, გადავადდა იანვრის ბოლომდე.

შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა. გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა მოხდეს 28 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები