დავით ზალკალიანი: მიუხედავად იმისა, რომ არ არის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ყოველდღე გვაქვს მავთულხლართები, ადამიანების გატაცება

არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაზეა საუბარი, საუბარია ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე პოლიტიკურ ურთიერთობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება არ არის, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე დღემდე გაბმულია ოკუპანტის მავთულხლრთები და იტაცებენ ადამიანებს.

„სანამ უკრაინა იქნებოდა, 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ყოველდღე გვაქვს მავთულხლართები, ადამიანების გატაცება და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ მაქსიმალურ კონსოლიდაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, როგორ რიტორიკაც ოპონენტებისგან ისმის.

„არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს სიტყვაც კი არ დასცდენია ისეთი, რა სიტყვებსაც და რიტორიკასაც ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. საზოგადოებამ განსაჯოს შავი და თეთრი, რა არის ის მწყობრი ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს ჩვენი ინტერესების გამოხატვის თვალსაზრისით და როგორ ცდილობენ ოპონენტები, ოპოზიცია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მე ხანდახან მიჩნდება იმის ეჭვი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს საქართველო ნატო-ში შეიყვანოს, ოპონენტებს ეს არ გაუხარდებათ, რადგან მათი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება ეს. ეს არის რაღაც ჯიბრში ყოფნა, რაღაცნაირად ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარი. ყოვლად მიუღებელია ის, როდესაც ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესები დგას სასწორზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები