საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა კიევს არსებულ რთულ ვითარებაში. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები