კახა კალაძე: უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს საქართველოდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გაავრცელა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება, კახა კალაძე აღნიშნა, რომ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა.

„უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ, ამით იხელმძღვანელოთ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები