რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამერიკას არანაირი მტკიცებულება არა აქვს, რუსეთს ბრალი დასდოს
,,ბოინგ 777“-ის ჩამოგდებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონის ოფიციალურ ბრალდებას პასუხობს და მას უსაფუძვლოს უწოდებს.
,,ამერიკას არანაირი საბუთი და მტკიცებულება არა აქვს, რომ ჩვენ რამეში ბრალი დაგვდონ “, – განაცხადეს სამინისტორს წარმომადგენლებმა.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშუა ერნესტმა ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის პრეზიდენტს ,,ბოინგ 777“-ის კატასტროფაში. ბრალდებამ რუსეთში მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რასაც კონტრბრალდებების მთელი კასკადი მოჰყვა. გარდა ზემოთ აღნიშნული კომენტარებისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ,, ევროკავშირი მცდარ პოზიციაზე დგას, რადგან ვაშინგტონისა და კიევის ზღაპრებს ისმენს და ახალ სანქციებს აწესებს“.