ირაკლი ზარქუა: მხარს ვუჭერთ უკრაინას – არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი

 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. მგონია, რომ არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

მისივე თქმით, ოკუპაცია მიუღებელია.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. მგონია, რომ არავის  აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუღებელია და ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას. რადიკალურ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს თუ სჭირდებათ, თავი გამოიჩინონ, ეს მათი პრეროგატივა და მათი უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია და გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა ჩვენს განცხადებებთან მიმართებით”,- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები